ჩოგბურთი

3:24 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ალბათ ავსტრალიის ღიას გამოტოვებს

როგორც ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა, სრდიან ჯოკოვიჩი ამბობს, თუ ავსტრალიის ღიაზე მონაწილეობისთვის, კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები არ შერბილდება, მისი შვილი მელბურნში არ იასპარეზებს.

როგორც დიდი სლემის ავსტრალიური ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხდეს, ტურნირზე სათამაშოდ, მხოლოდ ვაქცინირებული ჩოგბურთელები დაიშვებიან. მსოფლიოს პირველ ჩოგანს კი, საკუთარი სტატუსის გამოქვეყნება არ სურს. ეს კი ნიშნავს, რომ ის ტურნირზე არ დაიშვება.

„ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, პირადული საქმეა. არავის აქვს უფლება, ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს. ეს შანტაჟად აღიქმება და ასეთ პირობებში, ის არ ითამაშებს. მე ამას არ ვიზამდი. ის კი ჩემი შვილია. ჰოდა, თავად განსაჯეთ, როგო მოიქცევა“, - ამბობს უფროსი ჯოკოვიჩი.

ნოვაკს მელბურნის დიდი სლემის ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული. მეცხრე გამარჯვება გასულ სეზონში იზეიმა. ეს მის კარიერაში, დიდი სლემის მე-20 ტიტულია, რითაც როჯერ ფედერერის და რაფაელ ნადალის მიღწევა გაიმეორა.

ფედერერი კორტზე ჯერ ვერ დაბრუნდება და შესაბამისად, ავსტრალიის ღიას გამოტოვებს. ნადალმა კი უკვე დაადასტურა, რომ ტურნირისთვის ემზადება.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

0.117383