ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ბრაზილიელი თავდამსხმელი საოპერაციოა და სარეაბილიტაციო პერიოდი მინიმუმ ორი თვე გაგრძელდება.
"ახლა გამოჯანმრთელების დროა - დაწერა ნეიმარმა ინსტაგრამის საკუთარ პროფილზე - სამწუხაროდ, ეს ეს უიღბლობები სპორტსმენის ცხოვრების ნაწილია. თავი მაღლა უნდა ავწიო. დავბრუნდები უკეთესი და ძლიერი".
ნეიმარმა კოჭის სერიოზული ტრავმა „სენტ ეტიენთან“ ბოლო შეხვედრაში მიიღო და 88-ე წუთზე მოედანი აცრემლებულმა, საკაცით დატოვა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.