ჭიდაობა

20:48 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილმა წელი წონის ლიდერის რანგში დაასრულა

ქართველმა მოჭიდავემ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცლის პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა 2021 წელი წონის ლიდერად დაასრულა.

რეიტინგი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ირანელ ამირ ჰასეინ ზარეს და თურქ ტაჰა აკგულს აჯობა. პეტრიაშვილმა წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს, მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ წონის ლიდერებისთვის შესაბამისი ფინანსური ჯილდოებიც გამოწერა. პირველი ადგილისთვის 10 000 დოლარი, მეორეადგილოსანს 7 000, ხოლო მესამეადგილოსანს - 3 000 დოლარი ერგება.

0.115119