ნეაპოლში დიეგო არმანდო მარადონას ძეგლი დაუდგეს. ცერემონია „დიეგო მარადონას“ სახელობის სტადიონზე, „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ მატჩის დაწყებამდე გაიმართა.
სტადიონზე 40 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, მარადონას ძეგლის გახსნას, ნეაპოლის მერი, „ნაპოლის“ ყოფილი პრეზიდენტი კორადო ფერლაინო, რომელმაც არგენტინელი 1984 წელს კლუბში მიიყვანა, ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და ლეგენდარული ნეაპოლელი, ფაბიო კანავარო დაესწრნენ.
ძეგლი მოქანდაკე დომინიკო სეპემ შექმნა და ჯერჯერჯობით უცნობია, ზუსტად რომელ ადგილზე დაიდებს ბინას ფეხბურთის უგვირგვინო მეფის ძეგლი.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა „ნაპოლიში“ 1984-1991 წლებში თამაშობდა (259 მატჩი, 115 გოლი). დიეგო ზუსტად ერთი წლის წინ, 25 ნოემბერს გარდაიცვალა. სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ „ნაპოლის“ სტადიონს, რომელსაც მანამდე „სან პაოლო“ ერქვა, დიეგო მარადონას სახელი მიენიჭა.