ტურინის „იუვენტუსს“ ფედერიკო კიეზა და ვესტონ მაკკენი გამოაკლდა. იტალიურ გრანდს საშინელი სეზონი აქვს და პრობლემებს ტრავმებიც დაემატა. ორივე ფეხბურთელი ბერგამოს „ატალანტასთან“ (0:1) მატჩში დაშავდა.
როგორც ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება, კიეზას ბარძაყის ტრავმა აქვს და მისი მოედანზე დაბრუნება საშობაო პაუზის შემდეგ არის მოსალოდნელი. ამრიგად, კიეზასთვის მიმდინარე წელი დასრულდა და „იუვეს“ იანვარში დაუბრუნდება.
მაკკენის დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ რეაბილიტაციის ზუსტი პერიოდი უცნობია და სიტუაციაზე დაკვირვება ყოველდღიურად უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში სერია A-ს 14 ტურში მხოლოდ 21 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო მერვე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 7 ქულით ჩამორჩება.