ავტოსპორტი

0:17 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი რასელისგან ხისტ კონკურენციას ელის

ლუის ჰამილტონს მომავალი სეზონიდან ახალი თანაგუნდელი ეყოლება - ჯორჯ რასელი. ვალტერი ბოტასის მსგავსად, „მერსედესში“ ისიც „უილიამსიდან“ გადავა. გერმანულ გუნდს მან „კბილი“ გასულ სეზონში გაუსინჯა და რომ არა სამქიმიანების მიერ დაშვებული შეცდომა, თავის პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო.

ამ ეტაპზე, ბრიტანელ პილოტებს კარგი ურთიერთობა აქვთ. მაგრამ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ რასელი თავიდანვე ეცდება, რომ გამოცდილი თანაგუნდელის ფონზე თავი გამოიჩინოს.

ჰამილტონი თავადაც ასე მოიქცა, როცა 2007 წელს, „მაკლარენში“ ფერნანდო ალონსოს თანაგუნდელი გახდა. თან მაშინ ის ფ1-ში დებიუტანტი იყო, რასელს კი უკვე სოლიდური გამოცდილება აქვს დაგროვილი.

„ჯორჯი თავმდაბალი ბიჭია და ამჟამად ჩვენს შორის კარგი ბალანსია. მაგრამ აუცილებლად თავის გამოჩენას ეცდება და მოგებისთვის იბრძოლებს. მახსოვს 2007 წელი, როცა ალონსოსთან ვიბრძოდი. რა ტქმა უნდა, პირველივე რბოლაში მისი ჯობნა მსურდა. და იგივეს ჯორჯისგან ველი. სხვაგვარად გამრჯვებას ვერ მოიპოვებს“, - ამბობს ჰამილტონი.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ამბობს, რომ რასელს დაეხმარება, თუმცა არაფრის დათმობას აპირებს: „მე სხვაგვარი მიდგომა მაქვს. მინდა, რომ ის წარმატებული იყოს. დადგება მომენტი, როცა კარიერას დავასრულებ. და მე მინდა, რომ შემდეგი ბრიტანელი ჩემპიონი ის გახდეს. ასე რომ, სანამ რბოლებში ვმონაწილეობთ, მე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. იმავდროულად, იმედი მაქვს, რომ გუნდში მის დამკვიდრებას შევუწყობ ხელს და გამოცდილებას გავუზიარებ. იქნება ეს ინჟინრებთან მუშაობა, მონაცემების ანალიზი, თუ რბოლაში მონაწილეობა“.

0.105849