ძიუდო

18:05 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

აბუ დაბის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

აბუ-დაბის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამით ძიუდოს მსოფლიო ტური დასრულდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა სლოვენიელ მარტინ ჰოჯაკს გოლდენ სქორში, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

ლაშა პირველი წრიდან თავისუფალი იყო და ის ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც მოლდოველ ადილ ოსმანოვს მოუგო. მან დამატებით დროში მეტოქეს 3 შიდო მიაღებინა და პირველი მძიმე გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხედფინალში შავდათუაშვილი რუს კაზბეკ ნაგუჩევს დაუპირისპირდა, რომელსაც ასევე აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალში გადასასვლელი ბრძოლა კი ჩვენებურმა უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, რომელიც მოიპოვა და 2021 წელი სწორედ ასე დაასრულა. აბუ დაბის გრანდ სლემზე შავდათუაშვილი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო. მან 2021 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს და ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

0.113438