სხვა

15:25 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ჯურიოში დაქვეითება აღარ ემუქრება (+VIDEO)

კიუშუ ბაშოზე მეექვსე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ, რითაც ტურნირის დასრულებამდე 1 დღით ადრე მან ელიტარულ დივიზიონში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. ქართველი სუმოისტი მე-14 საშეჯიბრო დღეს მე-11 მაეგაშირა კოტონოვაკას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში იორიკირის ილეთით აჯობა.

ეს წყვილის მეხუთე დაპირისპირება იყო და ჩვენებურმა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მოიპოვა- 3 მოგება და 2 მარცხი.

ამრიგად, ტოჩინოშინს წლის ბოლო სუპერტურნირზე 6 მოგება და 5 მარცხი დაუროვდა, საერთო ჯამში კი ტრავმის გამო გამოტოვებული 3 ბრძოლაც წაგებად ჩაეთვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაშოს უარყოფით ბალანსზე ასრულებს. თუმცა, ახლა მთავარი მიზანი ბოლო ორთაბრძოლის მოგებაა, რადგან რანგი ნაკლებად დაუქვეითდეს.

ქართველი სუმოისტის ბოლო მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება, რომელსაც ჩვენებური აქამდე 5-ჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი 2:3-ზე აქვს.

0.116732