კალათბურთი

17:31 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენი ფიბას პირველი ტურის სიმბოლურ ხუთეულში

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თად მაკფადენი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ნატურალიზებული ამერიკელის თამაში ფიბას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან მაკფადენმა უკრაინასთან საოცარი მატჩი ჩაატარა.

„მაკფადენმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველივე მეოთხედში შვიდიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო. საბოლოოდ, მან უკრაინასთან მატჩში 27 ქულა და 9 პასი მიითვალა“, - წერს ფიბას ვებგვერდი.

მაკფადენის გარდა, პირველი ტურის სიმბოლურ ხუთეულში სერბი მილოშ ტეოდოსიჩი, დიდი ბრიტანელი ტედი ოკერეაფორი, ლიეტუველი ოსვალდას ოლისევიჩიუსი და ბელარუსი არციომ პარახოუსკი მოხვდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 29 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.134535