"ჯენოას" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ იტალიური კლუბის მწვრთნელად მუშაობის პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. უკრაინელი სპეციალისტის თქმით, გარკვეულწილად გიჟობების ჩადენაა საჭირო და ამ როლში მოურინიოს ეთანხმება.
"ჩვენ გვჯერა პროექტის, გვჯერა ჩვენი ძალის. მხოლოდ პოზიტიური განწყობით შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. გულშემატკივრებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს - "რომასთან" მატჩის დროს წვიმდა, მაგრამ ისინი მხარს გვიჭერდნენ. მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან და ეს არის ჩვენი კოზირი.
ვეთანხმები მოურინიოს: მწვრთნელად რომ იმუშაო, ნამდვილად გიჟი უნდა იყო. ეს რთული საქმეა, მაგრამ ასევე მომხიბვლელი. ახლა მხოლოდ ჩემი მოგზაურობის დასაწყისში ვარ, ჟოზეს კი წარსულში რამდენიმე ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს. იმედი მაქვს, რაც მან განიცადა, იგივეს მეც მოვახერხებ ", - თქვა შევჩენკომ.
13 ტურის შემდეგ „ჯენოას“ 9 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში - მე-18 ადგილზე იმყოფება. შევჩენკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, „უდინეზესთან“ სტუმრად გამართავს და უკრაინელი სპეციალისტი ეცდება ახალ გუნდთან ერთად, პირველი გამარჯვება მოიპოვოს.