MMA-ს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC 270-ის ღონისძიებაზე 22 იანვარს იჩხუბებს და მისი მეტოქე 27 წლის მოვსარ ევლოევი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ქართველმა მებრძოლმა თავად გაავრცელა.
ევლოევი წონის რეიტინგის მე-13 ნომერია და აქამდე წაგება არ განუცდია (15 მოგება, 0 მარცხი). თავის მხრივ, თოფურიაც დაუმარცხებლად ასპარეზობს, რადგან 11 გამარჯვება მოიპოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ბრძოლას პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგებს.
„ეს ოფიციალურია. 22 იანვარს, კალიფორნიაში, ანაჰაიმში UFC 270-ის საღამოზე, ბოლო თვეების თავდაუზოგავი შრომა დაფასდება და ამას ყველა ვნახავთ. ვიღაცის გრაფიდან 0 გაქრება. 12-0 და ტოპ 10! ჩემი პროგნოზით, პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოვიგებ, თქვენ როგორ ფიქრობთ?“, - დაწერა ილიამ.