ფეხბურთი

21:28 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანი "დორტმუნდს" დაუბრუნდა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა ტრავმა მოიშუშა და უახლოეს შეხვედრაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ განაცხადა, ფეხბურთელი შემადგენლობაში იქნება, თუმცა შესაძლოა მთელი შეხვედრა ვერ ჩაატაროს.

ჰოლანმა ტრავმა დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო და რამდენიმე შეხვედრა გაუცდა, როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მომავალ შეხვედრას "დორტმუნდი" 27 ნოემბერს "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

0.117168