ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ლივერპული" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა გულშემატკივრებმა კვირის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ტიაგომ "პორტუსთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში 29 მეტრიდან გაიტანა გოლი. მიმდინარე სეზონში ალკანტარამ პირველი გოლი გაიტანა, ისე კი სულ ცხრა შეხვედრა აქვს ჩატარებული, რადგან ტრავმები აწუხებდა.