უეფას კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ორი გოლი გავიდა მოედნის ცენტრიდან და ორივე კვიპროსული გუნდების ფეხბურთელებმა გაიტანეს.
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ შინ ბელგიური „გენტი“ ლაზაროს ხრისტოდოპულოსის გოლით დაამარცხა. ბერძენმა შემტევმა 27-ე წუთზე ბელგიელთა კარი მოედნის ცენტრიდან დალაშქრა და საოცარი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ეს იყო ფამაგუსტელთა ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარის ჩარჩოში მთელი მატჩის განმავლობაში.
ნიქოზიის „ომონია“ ბაქოში, „ყარაბაღთან“ 90-ე წუთამდე აგებდა (1:2), მაგრამ მარცხს ჟორდი გომესმა გადაარჩინა, რომელმაც აზერბაიჯანელთა კარში დაუვიწყარი გოლი შეაგდო. გომესმა საერთოდაც მოედნის საკუთარი ნახევრიდან შეძლო მეტოქის კარის აღება...