ფეხბურთი

15:45 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" სტეფანო პიოლის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიურმა „მილანმა“ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, იტალიელი სპეციალისტი გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

პიოლის ძველი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, ხოლო ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის მიხედვით მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება 2024 წლამდეც შეეძლებათ.

სტეფანო პიოლიმ „მილანი“ 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მას შემდეგ 106 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 59 გამარჯვება იზეიმა, 27-ჯერ ფრეს დასჯერდა და 20-ჯერ დამარცხდა.

„მილანი“ სწორედ პიოლის თავკაცობით დაუბრუნდა 7-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას და გასულ სეზონში სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში კი ლომბარდიული გრანდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და 13 ტურის თავზე ლიდერობას „ნაპოლისთან“ ერთად იყოფს.

0.110086