ფეხბურთი

13:56 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პლეი-ოფი: დღეს წილისყრაა და 12 ნაკრები სამ ჯგუფში განაწილდება

დღეს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უეფას პლეი-ოფის ზონის წილისყრა გაიმართება. 12 ნაკრები, რომელთაგანაც 6 განთესილია და 6 განუთესავი, სამ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან.

პლეი-ოფის ფორმატის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე წაიკითხოთ - პლეი-ოფის ფორმატი დეტალურად. აქ კი გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს დარჩენილი 12 ნაკრებიდან მხოლოდ 3 მოიპოვებს - თითოეული ჯგუფის გამარჯრვებული. მატჩები ერთრაუნდიანი იქნება და ნახევარფინალში განთესილი გუნდები შინ ითამაშებენ, ფინალის მასპინძლები წილისყრით დღესცე გამოვლინდებიან.

განთესილი გუნდები

პორტუგალია, შოტლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, უელსი

განუთესავი გუნდები

თურქეთი, პოლონეთი, ჩრდ. მაკედონია, უკრაინა, ავსტრია, ჩეხეთი

ისიც სათქმელია, რომ ფინალში განთესილ-განუთესავ გუნდებს მნიშვნელობა არ აქვს და ნებისმიერი შეიძლება დაუპირისპირდეს ერთმანეთს.

წილისყრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო პლეი-ოფის მატჩებისთვის 24-29 მარტის პერიოდია გამოყოფილი.

0.120268