თამაშგარე

12:32 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანა ფალკი - “ლაციოსთვის“ დაბადებული 

ბოლო წლებში სოციალური მედიის როლისა და ხარისხის ზრდამ განაპირობა ის, რომ ბევრმა ცნობილმა საფეხბურთო კლუბმა გააკეთა საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია, რომლებიც როგორც წესი კონკრეტულ კლუბში მომხდარ სიახლეებს აშუქებენ და მაყურებლებადაც იმავე კლუბის ქომაგები ჰყავთ.

ამ საერთო ტენდენციას ცხადია არ ჩამორჩა რომის “ლაციო“, რომელსაც უკვე მესამე წელია საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია - “ლაციო ტვ“ აქვს. ამ არხის წამყვანი, რეპორტიორი, სიამე და სილაჟვარდე, ეპატაჟური მოდელი ანა ფალკი გახლავთ, რომელიც ლამის დაბადებიდან “ლაციალეს“ ქომაგია და რა გასაკვირია, რომ რომაული კლუბის ბოსებმა ეს საპატიო საქმე სწორედ მას ანდეს.

შემთხვევით არ გვითქვამს, რომ ანა ფალკი ლამის დაბადებიდან “ლაციოს“ ფანია, რადგან მამამისი, აწგარდაცვლილი გრეგორი ფალკი ამ გუნდის ფანკლუბის ლიდერი იყო. ფანკლუბში დღემდე აქტიურად არიან მისი ბიძა და ბიძაშვილები და როგორც ჩანს, “ლაციალე“ ფალკების ოჯახისთვის ყველაზე მშობლიური და მნიშვნელოვანი რამაა.

თეგებიანა ფალკი
0.162348