ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის მიწვევა სურს და ადგილობრივი მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრაც გაიმართა.
თუმცა, Footmercato-ს ინფორმაციით, ზიდანი ჯერ კიდევ თავს იკავებს, რადგან არ სურს პსჟ-ს სპორტული დირექტორის, ლეონარდოს მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობა. წყაროს თანახმად, „ზიზუ“ პარიზში მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუმცა გადაწყვეტილებებზე სრული თავისუფლება ექნება და ლეონარდო მის საქმიანობაში ვერ ჩაერევა, როგორც ერეოდა ტომას ტუხელის და ერევა მაურისიო პოჩეტინოს საქმიანობაში.
შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანი ზაფხულის შემდეგ უმუშევარი და მას სამწვრთნელი კარიერაში მადრიდის „რეალის“ გარდა, სხვა გუნდი არ გაუწვრთნია.