ქართველმა კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შემდეგ, მოედანზე ხომ გაიბრწყინა და ახლა, თავი საცეკვაო არენაზეც გამოიჩინა. ეს მოსკოვურ კლუბ “ლენინგრადში” მოხდა, სადაც რუსულმა გრანდმა წინასასეზონო გალა-საღამო მოაწყო და დამსწრეები ძალიან ახალისა.
გუნდის წევრებს სხვადასხვა პროგრამები ჰქონდათ მომზადებული, რომლებიც მათ ეროვნულ კუთვნილებას უკავშირდებოდა. შესაბამისად, რუსებმა ტრაფარეტული არმიული სიმღერა შეასრულეს, თემა არც ამერიკელმა ლეგიონერებმა გაახუნეს და სტუმრებს You’re In The Army Now შესთავაზეს, საღამოს გვირგვინი კი საცეკვაო ნომრები იყო.
ცსკა-ს ბერძენ მწვრთნელებს “სირტაკი” ჰქონდათ მომზადებული, კლუბის ერთადერთმა ფრანგმა ლეგიონერმა ნანდო დე კოლომ მოცეკვავე გოგონები დაიხმარა და “კანკანი” “დადგა”, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილმა გუნდის მხცოვან (68 წლის) მასაჟისტთან ერთად “ლეკური” ჩამოუარა.
მოკლედ, გალა-წარმოდგენამ ყველა კმაყოფილი დატოვა, დღეიდან კი რუსული გრანდი ისევ სერიოზულ რელსებზე გადავა. ცსკა-ს ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი თბილისის დროით 19:00 საათიდან ელის, როდესაც ვთბ-ლიგის ეგიდით ფინურ “ნილან ბიზონსს” უმასპინძლებს.
http://instagram.com/p/t0kZW7GqyF/?modal=true