ლეგენდარული ეთიოპიელი მორბენალი ჰაილე გებრსელასიე ჯარში ეწერება, რათა აჯანყებულებთან ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრმ განაცხადა, რომ ჯარს წინა ხაზიდან გაუძღვება.
48 წლის გებრსელასიე ორგზის ოლიმპიური და 4-გზის მსოფლიო ჩემპიონია 10 000 მეტრზე სირბილში. თავისი კარიერის განმავლობაში, მას გრძელ დისტანციებზე 27 რეკორდი აქვს დამყარებული. ის ეთიოპიის გმირია და ამბობს, ომში იმის გამო მიდის, რომ მისი ქვეყნის არსებობას საფრთხე ემუქრება.
გებრსელასიე ამბობს, რომ სპორტი „მშვიდობა და სიყვარულია“. მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ქვეყნის დედაქალაქი ადის აბაბა საფრთხის ქვეშაა. მას ტიგრაიელი აჯანყებულები უტევენ და გასულ თვეშიქალაქი დაცემის პირას იყო.
„როგორ უნდა მოიქცე, როდესაც შენი ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშაა? ყველაფერს თავი უნდა დაანებო. ვერაფერი შეგაჩერებს. ვწუხვარ!“ - ამბობს გებრსელასიე.
ეთიოპიაში შიდა ომმა უკვე ათასობით ადამიანი შეიწირა. 2 მილიონზე მეტი კი ლტოლვილი გახდა. ტიგრაიში 400 ათასი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. საქმე იმდენად გართულდა, რომ ომში საერთაშორისო ძალებიც ჩაერთო, რათა აჯანყებულების მიერ, ადის აბაბას დაკავება აღეკვეთათ.
გებრსელასიე ამბობს, რომ ეთიოპიაში მიმდინარე ომი, მთელი აფრიკისთვის საფრხეს წარმოადგენს. „ეთიოპია არის ქვეყანა, რომელმაც აფრიკისთვის ბევრი რამ გააკეთა. დიახ, ეს სანიმუშო ქვეყანაა. ეთიოპიის დაჩოქება, დანარჩენების დაჩოქებას ნიშნავს. ეს არ უნდა მოხდეს“, ამბობს სახელოვანი მორბენალი.