ფეხბურთი

22:46 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ადვოკატმა ერაყის ნაკრები დატოვა

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა დიკ ადვოკატმა ერაყის ეროვნული ნაკრების მტავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ერაყის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. ადვოკატის განცხადებით, მოკლე დროში ვერ შეძლო გუნდმა წარმატებას მიეღწია და თანამდებობა დატოვა.

დიკმა ერაყი 2021 წლის აგვისტოში, აზიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ჩაიბარა. მას შემდეგ გუნდმა ექვსი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ოთხი ფრედ დააფიქსირა და ორი წააგო. ამ ეტაპისთვის ერაყი თავის ქვეჯგუფში ოთხი ქულით, ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა. გუნდს დროებით ადვოკატის თანაშემწე ზელიკო პეტროვიჩი გაწვრთნის.

0.116