"ბარსელონას" ფრანგმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ ლისაბონის "ბენფიკასთან" ჩატარებულ შეხვედრაში მოედანზე 66-ე წუთიდან შევიდა. გუნდის მტავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი 100 პროცენტით არ იყო მზად, თუმცა მაინც ჩაერთო შეხვედრაში და მომენტები შექმნა.
"მან თამაშის დინამიკა შეცვალა და მომენტები შექმნა. მას ვესაურე და ჩვენთან ბედნიერია. მისი დაბრუნებით გავრისკეთ, რადგან ბოლომდე მზად არ იყო, თუმცა ყველა გააოცა. მისი თამაშიდან გამომდინარე იგრძნობოდა, რომ თავს კომფორტულად გრძნობს და ბედნიერია. ჩემთვის დემბელე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. როდესაც იგი მოედანზეა მომენტები იქმნება."- ციტირებს Football-espana ესპანელის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში დემბელე ტრავმირებული იყო და ერთხელ კიევის დინამოსთან მატჩში დაბრუნდა, ნოემბრის დასაწყისში, თუმცა კვლავ დაზიანება მიიღო. ამჯერად, ფრანგმა 35 წუთი ითამაშა.