საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს. ჩვენი ქვეყნის მეტოქეები G ჯუფში უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ფანჯარაში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი), 19:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა – თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 30% დაესწრება.
➤ ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე ➥ tkt.ge
➤ ბილეთის ფასი – 20 ლარი.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ, რათა მატჩის დაწყებამდე დროულად გაიარონ კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული პროცედურები:
ბილეთებთან ერთად გულშემატკივრებმა უნდა წარმოადგინონ:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ხოლო არავაქცინირებულმა პირებმა 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა.
- ყველა გულშემატკივარს უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია.
- აღნიშნული პირობები ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
მაყურებლებისთვის თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.
GBF.GE