ფეხბურთი

23:08 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი: "რონალდუმ ყველაფერი დაანგრია, ის "მანჩესტერის" აქილევსის ქუსლია"

ლონდონის „არსენალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ მერსონმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქილევსის ქუსლი კრიშტიანუ რონალდუა და მისმა ტრანსფერმა კლუბში ყველაფერი დაანგრია, მათ შორის ოლე გუნარ სულშერის მკაფიო გეგმაც.

„ვწუხვარ სულშერის გამო, რადგან ცხადი იყო, რომ გუნდთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული გეგმა ჰქონდა გასული სეზონის ბოლო თამაშებიდან, როდესაც პრემიერლიგაში საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ კი, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კრიშტიანუ რონალდუ მივიდა და ამან ყველაფერი გააფუჭა, ყველაფერი დაინგრა. რონალდუსთან ერთად კონტრშეტევაზე თამაში არ შეიძლება. მიმდინარე სეზონში ბრუნო ფერნანდეში ბურთს ერთხელაც არ შეხებია. ცუდად არ გამიგოთ, რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ამ გუნდში აქილევსის ქუსლია“, - თქვა მერსონმა.

შეგახსენებთ, პოლ მერსონმა ლონდონის „არსენალში“ 1985-1997 წლებში ითამაშა, ასევე იცავდა „მიდლსბროს“, „ასტონ ვილას“, „პორტსმუთისა" და „უოლსოლის“ ღირსებას, ინგლისის ნაკრებში კი 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერს“ 28 აგვისტოს „იუვენტუსიდან“ შეუერთდა, ხოლო ოლე გუნარ სულშერი „წითელ ეშმაკებს“ 2018 წლიდან დეკემბრიდან ავარჯიშებდა.

0.120289