ფეხბურთი

21:40 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ვიქტორ ოსიმენის გარეშე სამი თვით დარჩა

"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ნიგერიელმა ფეხბურთელმა ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში მილანის "ინტერთან" შეხვედრაში მიიღო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოსიმენი მილან შკრინიართან ბურთისთვის იბრძოდა, მაგრამ დაზიანება მიიღო. როგორც ნეაპოლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ნიგერიელს მარცხენა ლოყის მოტეხილობა აღენიშნება და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

სარეაბილიტაციო პერიოდი სამი თვე გასტანს და „აძურის“ წამყვანი ფეხბურთელი მნიშვნელოვან მატჩებში დააკლდება., თანაც დიდი ხნით გამოაკლდა.

მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. „ნაპოლი“ 13 ტურის შემდეგ 32 ქულით „მილანთან“ ერთად სატურნირო ცხრილის ლიდერია.

0.11323