ფეხბურთი

19:47 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "ოქროს ბურთის" მოგება ბევრ ფეხბურთელს შეუძლია, გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ „ოქროს ბურთის“ კანდიდატების შესახებ ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ გამარჯვება ბევრ ფეხბურთელს შეუძლია და გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს.

„მესი და რონალდუ მარადონასთან, პელესთან და კრუიფთან ერთად ერთ სიაში არიან. მათი თამაში უცხოპლანეტელების მსგავსია. მესიმ კოპა ამერიკა მოიგო და ძალიან კარგად ითამაშა. „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტი ბენზემაც არის. მე ვერ ვხედავ აშკარა ფავორიტს, მაგრამ ის ერთ-ერთი მათგანია. თუ 2020 წელს ლევანდოვსკი აშკარა ფავორიტი იყო, ახლა ჯილდოს მოგება ნებისმიერ შეუძლია“, - თქვა კანავარომ, რომელსაც ეს ჯილდო 2006 წელს აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ France Football-ი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობას 29 ნოემბერს დაასახელებს.

0.123498