ფეხბურთი

18:32 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის" უკრაინელი მწვრთნელი: "რუსეთში არასდროს ვიმუშავებ, ეს ჩემი არჩევანია და აზრს არ შევიცვლი"

ტირასპოლის „შერიფის“ მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა განაცხადა, რომ რუსეთში არასდროს იმუშავებს. უკრაინელი სპეციალისტის თქმით, ეს მისი უფლება და არჩევანია, აზრის შეცვლას კი არც მომავალში აპირებს.

„რუსეთში მუშაობისთვის ვარიანტებს თუ განვიხილავ? არა! 2013-2014 წლიდან აღარ. ეს ჩემი უფლებაა, ჩემი არჩევანია. არ მინდა, ამაზე ბევრი ლაპარაკი. ჯერ ერთი ამას არასდროს გავაკეთებდი, რადგან უკრაინაში დავიბადე და ამ ქვეყანამ ყველაფერი მომცა, რაც ახლა მაქვს. მისი მადლობელი ვარ და ძალინ მიყვარს. არასდროს შევიცლი აზრს. მეორეც, მამაჩემი, რომელიც ცოცხალი აღარაა, ამ გადაწყვეტილებას ვერასდროს გაიგებდა. სულ ეს არის“, - თქვა ვერნიდუბმა ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

იური ვერნიდუბს არასდროს უმუშავია რუსულ კლუბებში, მაგრამ 1997-2000 წლებში „ზენიტის“ ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა.

0.117924