„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. ესპანელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება, მაგრამ არ ნერვიულობს და თქვა, რომ მისმა გუნდმა თამამად უნდა ითამაშოს.
„ბენფიკა“ გამოცდილი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი. რთული იქნება, ეს ჩემპიონთა ლიგაა, სულ სხვა რიტმია. მზად ვართ საბრძოლველად და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გავალთ. ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილი, გუნდმა თამამად უნდა ითამაშოს, შეტევაზე გადავიდეს და გამარჯვება სცადოს.
დამატებით ზეწოლას არ ვგრძნობ, მერვედფინალში გასვლის და რევანშის აღების შესანიშნავი შანსი გვაქვს, რადგან პირველი მატჩი 0:3 წავაგეთ. ასევე შეგვიძლია ვაჩვენოთ რა არის „ბარსელონა“, ვინაიდან თამაში ჩვენს მოედანზე გაიმართება. მსგავსი გამოწვევები მიყვარს“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ მარცხით (ორჯერვე 0:3) დაიწყო, მაგრამ შემდეგ კიევის „დინამოს“ ორჯერ აჯობა (ორჯერვე 1:0) და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. „ბარსა“ გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალში გავა, მაგრამ წაგების შემთხვევაში პრაქტიკულად ჯგუფში ჩარჩება და მშვიდად ვერც ფრითაც იქნება.