ფეხბურთი

20:40 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიო მანჯუკიჩი ხორვატიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს

ხორვატიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. ხორვატიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდის ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელი ამიერიდან ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზლატკო დალიჩის ასისტენტი იქნება.

მანჯუკიჩმა საფეხბურთო კარიერა მიმდინარე წელს დაასრულა და ახლა სამწვრთნელო ასპარეზზე გადაინაცვლა.

მანჯუკიჩს თავის დროზე ზაგრების „დინამოში“, „ვოლფსბურგში“, „ბაიერნში“, „ატლეტიკოში“, „იუვენტუსსა“ და „მილანში“ უთამაშია, ხოლო 2018 წელს ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ხორვატიის ნაკრებს 2022 წლის მუნდიალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

0.11274