ფეხბურთი

20:00 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

„სერანის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის იუპილერ ლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მიქაუტაძე ცნობილმა ბელგიურმა გამოცემა Voetbalkrant-მა გამოარჩია, რაც გასაკვირი არაა, რადგან გიორგის გასულ უიქ-ენდზე შესანიშნავი თამაში ჰქონდა.

მიქაუტაძემ „ლეუვენთან“ მოგებულ მატჩში (3:1) ჯერ გოლი გაიტანა და მერე საგოლე პასიც გააკეთა, რითაც გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

მიმდინარ სეზონში ქართველ ფეხბურთელს ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბელგიის თასზე ორ თამაშში თავი სამჯერ გამოიჩინა.

0.131194