სანდრო მამუკელაშვილი განვითარების ლიგაში (G ლიგა) შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის „ვისკონსინი“ სტუმრად „ფორტ ვეინს“ შეხვდა და 114:102 იმარჯვა, რაშიც სანდროს დიდი წვლილია.
მამუკელაშვილმა 28 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 22 ქულა, 10 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მითვალა. ქართველმა მოთამაშემ 14-დან 9-ჯერ შედეგიანად ისროლა და არა მარტო თავის გუნდში, არამედ მთლიანად შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი იყო.
მამუკელაშვილმა NBA-ში ბოლოს 3 ნოემბერს ითამაშა, ხოლო განვითარების ლიგაში ზედიზედ მეორედ ჩაატარა გამორჩეული შეხვედრა. წინა მატჩშიც მან ორმაგი დუბლი მიითვალა (11 ქულა, 10 მოხსნა).