ფეხბურთი

0:47 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცეცაძის წარმატებული დებიუტი და "ტორპედოს" შანსი, "სამტრედია" დაქვეითდა

„სამტრედია“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა. 34-ე ტურში იმერული გუნდი ქუთაისში, „ტორპედოს“ ესტუმრა და 1:4 წააგო, რითაც გადარჩენის შანსი დაეკარგა.

გია ცეცაძეს „ტორპედოში“ კარგი დებიუტი გამოუვიდა და მისმა გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა. შედეგიც ლოგიკურია და ქუთათურებს პლეი-აუტის თავიდან არიდების შანსიც გაუჩნდათ.

„ტორპედოს“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 36 ქულა აქვს და სამშვიდობოს მყოფ „თელავს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ასე რომ დარჩენილ ტურებში ამ გუნდებს შორის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

„სამტრედიას“ კი 20 ქულა აქვს, „შუქურას“ უკვე 7 ქულით ჩამორჩება, რაც ორ ტურში ვერ აღმოიფხვრება. ამიტომაც, იმერულ გუნდს მომდევნო სეზონში ქვედა ლიგაში მოუწევს ბრძოლა ელიტაში დასაბრუნებლად.

„ტორპედო“ – „სამტრედია“ 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 ცინცაძე (5, პენ), 1:1 გადრანი (14), 2:1 წოწონავა (30), 3:1 რეკიში (75), 4:1 ბუკასი (79)

0.114201