კალათბურთი

17:25 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 9 მოხსნა "რეალთან" და "ბეტისის" მეცხრე წაგება სეზონში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში სევილიის „ბეტისი“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და როგორც მოსალოდნელი იყო, „სამეფო კლუბმა“ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგო - 71:48.

სევილიელთა რიგებში ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 20:48 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 2 ქულით და 9 მოხსნით შეეწია. ბექამ 4-დან ვერცერთი ორქულიანი ჩააგდო, ასევე 4-ჯერ არაზუსტად ისროლა სამქულიანი, ხოლო 4-დან 2 საჯარიმო ზუსტი გამოდგა. შეტევაში მისი საკმაოდ უარყოფითი შედეგი მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებელზეც აისახა, რაც მხოლოდ 5 გამოდგა.

„ბეტისი“ მიმდინარე სეზონს წარუმატებლად ატარებს და 11 ტურში 2 მოგების საპირისპიროდ 9 მარცხი აქვს, რითაც ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 დეკემბერს, მალაგას „უნიკახას“ უმასპინძლებს.

0.120186