ფეხბურთი

16:53 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" დროებით მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ოლე გუნარ სულშერი დაითხოვეს და გუნდს დროებით მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს.

უახლოეს შეხვედრებში „წითელ ეშმაკებს“ სწორედ ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალისტი მოამზადებს, მანამდე, სანამ კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს იპოვის.

ამ დროისთვის ინგლისელთა მთავარი სამიზნე ზინედინ ზიდანია, მაგრამ შესაძლოა, სეზონის ბოლომდე გუნდმა დროებით მწვრთნელზე გააკეთოს აქცენტი და ფრანგის გადაბირება ზაფხულში სცადოს.

შეგახსენებთ, ოლე გუნარ სულშერი „მანჩესტერს“ 2018 წლიდან წვრთნიდა და გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ იქ ესპანურ „ვილიარეალთან“ დამარცხდა.

0.10724