“მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ოლე გუნარ სულშერი დაითხოვეს. აღნშნული გადაწყვეტილება კლუბის საბჭომ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად მიიღო და მიზეზად არადამაკმაყოფილებელი შედეგი დაასახელა.
ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს და მათი ცნობით, ნორვეგიელ სპეციალისტს „უოტფორდთან“ (4:1) მარცხი არ აპატიეს. ასევე ცნობილი გახდა რომ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
შეგახსენებთ, რომ 48 წლის სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედს“ სათავეში 2018 წელს ჩაუდგა და 2020-2021 წლების სეზონში „წითელი ეშმაკები“ ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, ხოლო 1996-2007 წლებში ინგლისური გუნდის ღირდსებას იცავდა და 235 შეხვედრაში 91 გოლის გატანა მოახერხა.