კიუშუ ბაშოზე მე-8 საშეჯიბრო დღეს მეორე მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-16 მაეგაშირა აკუას შეხვდა და ძალიან ადვილად, ხუთიოდე წამში დამარცხდა.
ტოჩინოშინს დღევანდელ მეტოქესთან შანსი არ ჰქონია და მან პოზიციები ბრძოლის დაწყებისთანავე დათმო და ურთიერთშეხვედრებშიც მოგება წაგების ბალანსი გათანაბრდა - 1:1-ზე.
ამრიგად, ტოჩის 2 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილ 7 ორთაბრძოლაში მინიმუმ 4 უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რანგით მეორე - ჯურიო დივიზიონში დაქვეითდება.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მე-17 მარგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელიც მიმდინარე ბაშოზე ცუდ ფორმაშია და ფავორიტად ლევანი უნდა მივიჩნიოთ. ისინი ერთმანეთს 24-ჯერ შეხვედრილან, რომელთაგანაც 16 ტოჩიმ მოიგო.