„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა „ესპანიოლთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, წინ ბევრი სამუშაო აქვთ, მაგრამ საქმის გამარჯვებით დაწყება ყველაფერს ამარტივებს.
„ბედნიერი ვარ. რთული მატჩი იყო და გამარჯვება ადვილი არ ყოფილა. ცხადია, გულშემატკივართა ენთუზიაზმი გადამდები იყო და გუნდმა მაქსიმუმი გაიღო. უკეთ ვითამაშებთ, უფრო შემტევ ფეხბურთს, მაგრამ ახლა მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ზოგჯერ არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, როცა ღია სივრცეები გვიჩნდებოდა. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ, როდესაც გამარჯვებით იწყებ, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 13 ტურის შემდეგ 20 ქულით მეექვსე ადგილზეა და ლა ლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.