კალათბურთი

1:30 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 15 ქულა "ბასკონიასთან" და საჩუქარი ყოფილი გუნდისგან

ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა ესპანეთში „ბასკონიას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 80:74 იმარჯვა.

ამრიგად, ქართველ კალათბურთელს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში და მატჩის დაწყებამდე კლუბის დირექტორმა ფელიქს ფერნანდესმა მას სამახსოვროდ „ბასკონიას“ მაისურიც გადასცა.

შენგელია პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 29:49 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

მოსკოველთა რიგებში შენგელიასთან ერთად იოჰანეს ვოიტმანი (16 ქულა) და უილ კლაიბერნი (16 ქულა) გამოირჩნენ, ხოლო „ბასკონიაში“ უედ ბალდვინი (18 ქულა) და სტივენ ენოხი (14 ქულა) იყვნენ საუკეთესოები.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 6 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

0.129297