მოსკოვის „სპარტაკისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველ ქვინსი პრომესს ბრალად ბიძაშვილის მკვლელობის მცდელობა ედება.
De Telegraaf-ის ცნობით, პროკურატურამ ფეხბურთელებს ბრალი უკვე წაუყენა და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. გამოძიება ფეხბურთელს ბიძაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობას ედავება.
2020 წლის ივლისში ნიდერლანდების პატარა ქალაქ აბკოუდში ოჯახური წვეულების დროს პრომესის ბიძაშვილი დანით მძიმედ დაჭრეს და სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პრომესს 4 წლით პატიმრობა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ 29 წლის ფეხბურთელი ყველა ბრალდებას უარყოფს. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პრომესმა „სპარტაკის“ მაისურით 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „ტვენტეში“, „იგლსში“, „სევილიასა“ და „აიაქსში“ უთამაშია, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 50 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.