იტალიური "მილანი" შვედ თავდამსხმელს, ზლატ იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. 40 წლის შემტევი მაღალ დონეზე თამაშს აგრძელებს და ხელშეკრულების განახლების მთავარი მიზეზიც ეს არის.
შავ-წითლების ხელმძღვანელობა ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობს, თუმცა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, "მილანი" კონსულტაციების პირველ რაუნდს აწარმოებს, რომლის ინტერესებს საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა წარმოადგენს.
იტალიური მედია ვარაუდობს, რომ იბრაჰიმოვიჩი მის ამჟამინდელ კლუბთან ურთიერთთანამშრომლობის ფაქტზე შეთანხმებას მიაღწევს და მოლაპარაკებებში სირთულეები მოსალოდნელი არ არის. გარდა ამისა, ზლატანი "როსონერიში" ამჯამად ყველაზე მარალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რომელიც წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
40 წლის ფეხბურთელის განმართებით, მისი მთავარი მიზანი ყატარში გასამართ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშია და გამომდინარე აქიდან, მინიმუმ 2 წელი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს. .
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს "მილანთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში კი მან რვა მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.