სამხრეთ ამერიკაში კარგად ცნობილი მოდელი დამსახობი ელიზა ჯენკი ახლაღა გამოტყდა, რომ 15 წლის წინ, სატრფიალო რომანი ჰქონდა ლეგენდარულ ფეხბურთელ ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოსთან, იგივე “კიჭასთან“ და ამ ამბავს გაგრძელება მხოლოდ იმიტომ არ მოჰყვა, რომ სასიყვარულო ურთიერთობები ფეხბურთელის სურვილით მალევე დასრულდა.
ელიზა ჯენკისა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ შემტევზე ჭორები თავის დროზე ბრაზილიაში მუსირებდა და მას საფუძვლად ის ედო, რომ რიო დეჟანეიროში მდებარე რონალდუს კუთვნილ ვილაზე მყოფმა ერთ-ერთმა სტუმარმა ელიზა ამოიცნო, თუმცა ამ უკანასკნელმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - მე სულ სხვა ქალი ვარ და ვიღაცაში გეშლებითო.
როგორც ხედავთ, ჭეშმარიტება 15 წლის შემდეგაც კი არ დაიმალება, თუკი მისი გახმაურება ვინმეს აწყობს. ელიზა ჯენკიმ კი თავად მოინდომა სიმართლის ღაღადი და სამცოლგამოცვლილ ბრაზილიელ მობურთალთან თანაყოფის ამბები მაშინ გაიხსენა, როდესაც სკანდალიც დიდი ხნის ჩამცხრალია და სიყვარულის ამბავიც დამტვერილი.