„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. მან თქვა, რომ როცა პოგბაზე საუბრობს, ინგლისში მკვდრებიც იღვიძებენ.
„პოგბა „იუვენტუსში“? ოცნება უფასოა და მას ვერავის ავუკრძალავ. ვნახოთ იქცევა თუ არა ოცნება რეალობად. დეკემბერი ოცნებების თვეა, შობით და სადღესასწაულო დღეებით. ვნახოთ, რა მოხდება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ როცა პოლზე ვსაუბრობ, ინგლისში მკვდრებიც იღვიძებენ, ამიტომ, მირჩევნია ამაზე არ ვისაუბროთ“, - თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით მხარეებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ბოლო პერიოდში ფრანგი ფეხბურთელის თამაშით კლუბშიც არ არიან კმაყოფილები და არაა გამორიცხული ის „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო სეზონს ატარებდეს. პოგბას ყველაზე აქტიურად სწორედ „იუვენტუსს“ უკავშირებენ, რომლის ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა.