ფეხბურთი

10:27 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტამ მესის და ინიესტას "ბარსელონაში" დაბრუნება არ გამორიცხა

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბში ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას დაბრუნება არ გამორიცხა.

როგორც მან თქვა, ისინი ამჟამად სხვა კლუბებში თამაშობენ, მაგრამ მომავალში გამორიცხული არაფერია.

„მესი და ინიესტა? მათ კლუბი დიდებული გახადეს, ლეო და ანდრესი ბრწყინვალე მოთამაშეები არიან. მომავლის პროგნოზირება არ შემიძლია, „ბარსაში“ შესანიშნავები იყვნენ და კვლავ თამაშობენ და მაგრამ ახლა სხვა კლუბებთან აკავშირებთ კონტრაქტები. თუმცა, ცხოვრებაში არასდროს იცი რა მოხდება. ეს მოხდა დანი ალვეშთან დაკავშირებით და მადლობას ვუხდი მას“, - აღნიშნა ლაპორტამ.

0.116269