ფეხბურთი

0:06 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "თუ საჭირო იქნება, "ბარსელონაში" უფასოდაც ვითამაშებ"

კატალონიის „ბარსელონამ“ დანი ალვეში წარადგინა. ბრაზილიელმა მცველმა თქვა, რომ მას ოცნება აუხდა და იმისთვის მზად არის, რომ უფასოდ ითამაშოს.

„ეს ჩემი ოცნებაა. დიდი ხანია მინდოდა „ბარსელონაში“ დაბრუნება. შემიძლია ჩემი საქმე უფასოდაც გავაკეთო, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. ჩემი მიზანია გუნდს სიხარული და ენთუზიაზმი გადავცე, ჩავის მისია ჩემი მისიაა. უნდა გავერთიანდეთ, რომ კლუბი გარდაიქმნას და ძველ სიმაღლეს დაუბრუნდეს“, - თქვა დანი ალვეშმა.

შეგახსენებთ, დანი ალვეში „ბარსელონას“ 2016 წლის შემდეგ დაუბრუნდა და კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. ბრაზილიელი მცველი კატალონურ გრანდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს და გავრცელებული ცნობით, მისი ხელფასი გუნდში ყველაზე დაბალი იქნება.

0.123541