ფეხბურთი

22:24 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტსონი ტრავმირებულია

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მარცხენა გარემარბი ენდრიუ რობერტსონი ტრავმირებულია და მომდევნო მატჩებში "წითლებს" ვერ დაეხმარება. 27 წლის ფეხბურთელმა ფეხის დაზიანება დანიასთან მოგებულ (2:0) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მიიღო.

ენდრიუ მომდევნო მატჩს "არსენალთან" (20 ნოემბერი) და "პორტუსთან" (25 ნოემბერი) შეხვედრებს გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში რობერტსონმა 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114128