ფეხბურთი

19:35 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

Goal.com-ის ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ლიონელ მესი Goal.com-ის ვერსიით 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგორც გამოცემის ტვიტერი გვერდი იუწყება, გამოკითხვის შედეგად ხმების უმრავლესობა, 1.4 მილიონზე მეტმა ადამიანმა საუკეთესო მესი დაასახელა.

გამოკითხვით მეორე ადგილზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, ხოლო მესამეზე "ბაიერნის" თავდამსხმელი - რობერტ ლევანდოვსკი. ათეულში ასევე მოხვდნენ მოჰამედ სალაჰი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანი, ქარიმ ბენზემა, ნგოლო კანტე, კევინ დე ბრუინი და ნეიმარი. გამოკითხვაში მონაწილეობა 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

0.119749