არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდისთვის შესანიშნავი წელი გამოდგა და უკეთესს ვერც წარმოიდგენდნენ.
„ძალიან რთული მატჩი იყო. ბრაზილია თამაშში ხელს გვიშლიდა, ამიტომ ჩემი გუნდი გარემოებებს სწრაფად მოერგო. ოთხი ქულა მოვიპოვეთ ორ ძალიან რთულ მეტოქესთან. ყველას გვიყვარს გამარჯვება და ეს ბუნებრივია, მაგრამ ასეთი მატჩები გუნდს უფრო ამწიფებს. ეჭვგარეშეა, რომ საბოლოოდ, ყველაფერი დადებითია. ძალიან რთულ ციკლში კვალიფიცირებულა დიდი ხნით ადრე მოვახერხეთ და ეს საამაყო შედეგია. შესანიშნავი წელი იყო. კოპა ამერიკის მოგება, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა და წაუგებელი სერია. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა“, - თქვა სკალონიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მე-13 ნაკრება, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.