ნიდერლანდელი მოდელი ლორენა ვან ჰერდე დიდი ხანია, რაც ფეხბურთით აღარ ინტერესდება და საქომაგო ვუვუზელა კედლის ლურსმანზე დაჰკიდა. არადა, იყო დრო, როდესაც სწორედ ეს ქალბატონი გახლდათ ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების ჭეშმარიტი თილისმა და “ნარინჯისფერების“ ქომაგთა გულ-ჯიგრის დამწველი.
ლორენას ტრიბუნიდან აბარგების მიზეზი ერთობ ბანალური და მარტივია. გათხოვებისა და შვილების გაჩენის შემდეგ, სხვა ფიქრნი მოეძალა და ისეთმა პრობლემებმა შემოუტია, იქამდე მათი არსებობის შესახებაც კი რომ არ უწყოდა. ჰოდა, როდესაც შენი პირადი ამბები თავზე გაყრია, “ჰუპ ჰოლანდ“-ის ძახილის არც დრო გაქვს და არც სურვილი.
ლორენა ვან ჰერდემ არ გაამართლა მათი ვარაუდი ვინც იძახდა, რომ ეს ქალი გათხოვების შემდეგ სამოდელო კარიერასაც გამოემშვიდობებოდა. ლორენამ არაფრის დიდებით არ თქვა უარი თავის მომავალზე და 1984 წელს დაბადებულ მოდელს დღემდე ცნობილ და წარმატებულ სამოდელო სახლებთან აქვს საქმიანი ურთიერთობა.