ფეხბურთი

15:32 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" პიოლის ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Calciomercato იტყობინება.

წყაროს თანახმად, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა რჩება. პიოლი „როსონერიში“ 2024 წლის ზაფხულამდე დარჩენა, თუმცა კიდევ ერთი სეზონით განახლების პერსპექტივით. იტალიელი სპეციალისტი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს და პლუს ბონუსებსაც გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, სტეფანო პიოლიმ „მილანი“ 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მარკო ჯამპაოლო შეცვალა. 2020 წლის ივლისში პიოლი გათავისუფლებასთან ახლოს იყო, რადგან იტალიელებს რალფ რანგნიკის მიწვევა სურდათ, მაგრამ ბოლო მომენტში „მილანის“ ხელმძღვანელობამ გერმანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებები ჩაშალა.

0.113172