ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სან მარინოს ნაკრები 10:0 გაანადგურა, ჰარი კეინმა კი პოკერი შეასრულა. ალბიონელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა „ტოტენჰემის“ ფორვარდი პოკერის შეცვალა და ამის შესახებ კომენტარი ხუმრობით გააკეთა.
„ის მოედანზე რომ დაგვეტოვებინა, უეინ რუნის ოჯახი დამირეკავდა და მეტყოდნენ, რომ გამეყვანა. კეინი ფენომენალური ბომბარდირია და ზოგიერთ მატჩშუ გოლის გატანის შანსები არ ჰქონდა. გვინდოდა, ეს შანსი მიეღო და ამით მან ძალიან კარგად ისარგებლა“, - თქვა საუთგეიტმა.
შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრებმა I ჯგუფში 26 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე დამაჯერებლად გავიდა. „სამი ლომის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი უეინ რუნია 53 გოლით, ხოლო ჰარი კეინი მესამე ადგილზეა და მის ანგარიშზე 48 გოლია.